ტრენინგის მეცხრე დღე იყო ნაყოფიერი. მოეწყო ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია.
მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ტრენერს, თამარ რუაძეს, საინტერესო ტრენინგისათვის.
ჯგუფის წევრებს გავუზიარე ჩემი ბუკლეტი. ვიმუშავეთ მეორე მოდულის აქტივობებზე.
გავეცანი პროექტის გეგმის შაბლონს. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი კითხვები.
ჩემს პროექტთან დაკავშირებით დავსვი სავარაუდო ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
ტრენინგის მესამე დღეს ვისწავლე ბლოგში სურათების ატვირთვა, შაბლონის არჩევა და შეცვლა. ვნახეთ ბუკლეტების ნიმუშები და მივიღეთ დავალება დავამზადოთ ბუკლეტი ჩვენი პროექტისთვის
ტრნინგის მეორე დღეს ვისწავლე როგორ ვისარგებლო google დისკით, როგორ შევქმნა ფაილები და როგორ ავტვირთო. შევქმენი ბლოგი "პროექტებით სწავლება"
ჩემი საპროექტო იდეაა "მარილები პრაქტიკაში", რომელზედაც ვიმუშავებ ტრენინგის განმავლობაში.